მთავარისაქართველოსახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს

სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სარჩელი უკვე მზადდება და მას საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს. ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ კანონი, რომელიც აქციაზე მყოფებს ნიღბის გამოყენებას უკრძალავს, არაკონსტიტუციურია. მისივე განმარტებით, ბოლო დროს მიღებულ კანონებში „პროპოციულობისა და თანაზომადობის“ პრობლემებია.

„კონკრეტული ჯგუფის მიერ დარღვევის, გადაცდომის ან თუნდაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ შეიძლება მთელ ქვეყანაზე განზოგადდეს და ყველას შეეხოს. ის, რომ რუსთაველზე რაღაც ხდება და გარკვეული ჯგუფი პერმანენტულად, თუნდაც შეგნებულად,  საკუარი პოლიტიკური ამოცანებისთვის, კანონს არღვევს, ეს არ შეიძლება ყველაზე გავრცელდეს“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend