ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 460 დოლარის გრანტს გამოუყოფს.
ირაკლი კობახიძის 22 დეკემბერის განკარგულებით, პრემიერ-მინისტრი შტატების მთავრობისგან თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის სახით მილიონობით ამერიკული დოლარის გადაცემას ეთანხმება. როგორც განკარგულებაში წერია, დაგეგმილია „კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის” მიღება.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის მიღება“, – ვკითხულობთ განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.


