აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქმიანობას ოფიციალურად იწყებს.
ახალი, ერთიანი რეგიონული ფირმა, ხუთ ქვეყანას აერთიანებს: საქართველოს, სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს. სიახლის მიზანია რეგიონში პროფესიული სერვისების ახალი სტანდარტის დამკვიდრება და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში BDO CCA-ს რეგიონულმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა და BDO საქართველოს მმართველმა პარტნიორმა, მაია ხაჩიძემ ისაუბრეს.

