ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.
თამარ მეარაყიშვილს ე.წ. საგამოძიებო უწყება ჯაშუშობაში ადანაშაულებს. ადგილობრვი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია – „გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“.
ჯერ არ არის ცნობილი, ვინ დაიცავს თამარ მეარაყიშვილის უფლებებს ან როდის ჩაინიშნება მისი ე.წ. სასამართლო პროცესი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. ის წარსულშიც იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლა. სწორედ ამის გამო, წლები განმავლობაში, ის ვერ ტოვებდა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიას და ვერ გადმოდიოდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


