გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ოჯახის წევრები და მოსწავლეები შეიკრიბნენ. მათ გიორგი გვარაკიძის უწყებისგან გიგა ავალიანის საქმის ებიექტურად გამოძიება და დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასჯა მოითხოვეს.
ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა პროკურატურას ორკვირიანი ვადა განუსაზღვრეს საქმის მასალების გადასაცემად, ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სულ 4 პირი დაკავებული. ერთ-ერთ მათგანს, ალექსანდრე გაბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.
ეს მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანარჩენს სამ დაკავებულს, გიორგი რიკაძესა და ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს მის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული.

