მთავარისაქართველოკოალიცია „ცვლილებისთვის“ 9 საერთაშორისო ინსტანციას მიმართავს

კოალიცია „ცვლილებისთვის“ 9 საერთაშორისო ინსტანციას მიმართავს

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქიმიური საშუალებების სავარაუდო გამოყენების თაობაზე, საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ კოალიციაში „ცვლილებისთვის“.

ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებაში საუბრობენ იმ დოკუმენტაციასა და ინფორმაციაზე, რომელიც, მათივე თქმით, შესაძლოა, მიუთითებდეს აკრძალული საშუალებების გამოყენებაზე.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ მიმართვის ადრესატი არის 9 საერთაშორისო ინსტანცია:

„აქედან, 5 არის გაეროს სპეციალური მომხსენებელი, თემატური მომხსენებლები, მათ შორს, „წამების, სხვა სასტიკი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ“ სპეციალური მომხსენებელი. ასევე, სპეციალური მომხსენებელი „მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების შესახებ“. ასევე, „სპეციალური მომხსენებელი მოსამართლეთა და ადვოკატთა მდგომარეობის შესახებ“. იმიტომ, რომ სასამართლო სისტემა არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, რომლითაც ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს. ასევე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი „სასამართლოს გარეშე, თვითნებური და უკანონო დასჯის შესახებ“. და ბოლოს, გაეროს სპეციალური მომხსენებელი „სამუშაო ჯგუფი უკანონო დაკავებების შესახებ“…

თითოეულის მიმართვა გულისხმობს, როგორც ბრალდებათა შეჯამებას, ასევე, ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას, თითოეული მიმართულების იურიდიულ დასაბუთებას. ასევე, დარღვევების სისტემურ ხასიათს და გამოუსწორებელი ზიანის რისკს, რომელიც თითოეული ჩვენგანის წინაშე არსებობდა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების, რაც შეიძლება სწრაფი რეაგირება საკითხთან დაკავშირებით…“ – განაცხადა კოალიციაში „ცვლილებისთვის“ პარტიის, „დროას“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ.

როგორც ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ, ამ ფორმით ისინი მოითხოვენ არამხოლოდ ქიმიური საშუალების შესაძლო გამოყენების საკითხის გამოძიებას, არამედ საპროტესტო აქციებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებსა და სისტემური წამების სავარაუდო შემთხვევებს.

კოალიციაში „ცვლილებისთვის“ ასევე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. მაშინ უწყებამ სამართალწარმოება დაიწყო ორი მუხლით – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ამ ორიდან, სუს-მა ოთხ დღეში დასრულებულად გამოაცხადა გამოძიება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც დაკითხა BBC-ის ფილმში, რესპონდენტებად წარმოდგენილი პირები.

ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებაში „ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ არ ენდობიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რადგან, მათი შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში, პარტიულ ინტერესებს ემსახურება.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ისაუბრა ამ საკითხის ირგვლივ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინირებულად მოქმედების მნიშვნელობაზე:

„არსებობს საერთაშორისო სტრუქტურები, სადაც პარტიებს არ აქვთ მანდატი, რომ მიმართონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო სტრუქტურების გამოყენებაც მოხდეს, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოების და არა პარტიების მხრიდან. ჩვენ მათთან სრულ კოორდინაციაში ვართ. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ცალ-ცალკე ვისაც რა შეუძლია რომ გააკეთოს, ამ პროცესში არის ჩართული, რაც საბოლოო შედეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია…“ – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend