სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და უკრაინაში ომის დასრულების გზებზე ისაუბრეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრისას ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულების გზები უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი.
ბრიტანეთის პრემიერის ოფისის თანახმად, კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ისაუბრეს ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების მნიშვნელობაზე, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს.
„პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად და საომარი მოქმედებების სამართლიანი და მდგრადი დასრულების უზრუნველსაყოფად „მსურველთა კოალიციის“ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ“- აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.


