მთავარიევროპაუკრაინაპორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ლუის მონტენეგრო კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ლუის მონტენეგრო კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, ლუის მონტენეგროს უმსპინძლა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდეტნმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის ომის შესაჩერებლადდ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და უკრაინაში არჩევნების ჩატარები საკითხზე.

 

 

„არჩევნების ჩატარება მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც  უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი. ვფიქრობ, მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვა უცხოეთიდან დიდი რაოდენობით უკრაინელი სამშობლოში. არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს უკრაინის მიერ არაკონტროლირებად და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან წინასწარ ვიცით, როგორ ჩატარდება ის, როგორც ეს ყოველთვის ხდება რუსეთში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend