ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შედგა.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ, რომ „ფლორიდაში პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გაიმართა“.
„ყურადღება ოთხ ძირითად დოკუმენტზე გამახვილდა: 20-პუნქტიანი გეგმის შემდგომი შემუშავება, მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა, უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა და ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის შემდგომი შემუშავება”, – ნათქვამია რუსტემ უმეროვიდა და სტივ უიტკოფის მიერ გავრცელებულ განცხადებებში.
Over the last three days in Florida, the Ukrainian delegation held a series of productive and constructive meetings with American and European partners.
The Ukrainian delegation included Secretary of the National Security and Defense Council of Ukraine, Rustem Umerov, and the…
— Special Envoy Steve Witkoff (@SEPeaceMissions) December 21, 2025
უკრაინული და ამერიკული მხარეების ინფორმაციით, მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონკრეტული ვადების განხილვას და შემდგომი ნაბიჯების თანმიმდევრობას.
„უკრაინა კვლავ სრულად ერთგულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიმართ. ჩვენი საერთო პრიორიტეტია, უდანაშაულო ადამიანების სიკვდილის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის პირობების შექმნა. მშვიდობა არამხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა იყოს, არამედ სტაბილური მომავლის ღირსეული საფუძველიც“, – წერენ სოციალურ ქსელში რუსტემ უმეროვი და სტივ უიტკოფი.
ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გნატოვი.
საერთო სტრატეგიული მიდგომის შემუშავების მიზნით, დისკუსიას ასევე შეუერთდნენ ევროპის ქვეყნების მთავრობების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.


