მთავარისაქართველოევროკომისია საქართველოზე: „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს“

ევროკომისია საქართველოზე: „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს“

ევროკომისიამ გამოაქვეყნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ გარკვეულ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება იმ ახალი წესების ფარგლებში განიხილება, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა.

„ყველაზე სერიოზული საქართველოს შემთხვევაა. ქვეყანამ დაარღვია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული მრავალი ვალდებულება, ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მექანიზმის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების თითქმის არცერთი პუნქტი და, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში განმეორებითი მოთხოვნებისა სავიზო პოლიტიკის დაახლოებისა და კორუფციის პრევენციის მიმართულებებით პროგრესის მისაღწევად, 2024–2025 წლებში საქართველომ კიდევ უფრო დიდი უკუსვლა განიცადა, მათ შორის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხითაც“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში წერია, რომ „პირველ ეტაპზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პირველ რიგში არიან პასუხისმგებელნი კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე“.

მეორე ეტაპზე კი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.

„2025 წლის 14 ივლისს ევროპულმა კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რომელშიც შეახსენა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმებთან უწყვეტი შესაბამისობის ვალდებულება და მოითხოვა დეტალური ინფორმაცია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების  მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელების შესახებ.

თავის პასუხში საქართველომ არ წარმოადგინა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. უმეტეს სფეროში, არ იყო წარმოდგენილი არ რაიმე მაკორექტირებელი ღონისძიების შესახებ, ხოლო რამდენიმე სხვა მიმართულებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია საკანონმდებლო აქტების მოქმედების გაგრძელება, მათ შორის: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის და უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის. ასევე ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მაუწყებლობის შესახებ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში. ეს ცვლილებები ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. გამოსასწორებელი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დაიცვა ეს ზომები ეროვნული სუვერენიტეტის არგუმენტით და უგულებელყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული ვალდებულებები”, – ნათქვამია ანგარიშში.

2025 წლის იანვრიდან უკვე შეჩერებულია უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ამ დირექტივას ბლოკის ყველა წევრი, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი, არ ასრულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend