მთავარიგადაცემებიCULTაბუ-დაბის ზაიიდის ეროვნული მუზეუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების 3000-წლოვან ისტორიას აცნობს მნახველებს

აბუ-დაბის ზაიიდის ეროვნული მუზეუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების 3000-წლოვან ისტორიას აცნობს მნახველებს

აბუ-დაბიში კიდევ ერთი საინტერესო მუზეუმი იხსნება, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ისტორიას უყვება მნახველს.

გაფრენილი შევარდნის ფრთებით შთაგონებული არქიტექტურის მქონე ზაიიდის სახელობის ეროვნული მუზეუმი, რომელიც აბუ-დაბიში არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებელი მამის, აწ გარდაცვლილი შეიხ ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის ხსოვნის პატივსაცემად გაიხსნა, ამ ქვეყნის 3000 წლის ისტორიას უყვება მნახველებს. შენობა, რომელიც ბრიტანელმა არქიტექტრომა ნორმან ფოსტერმა დააპროექტა, საადიატის კულტურულ უბანს ამშვენებს, სადაც განთავსებულია ასევე აბუ-დაბის ლუვრი და მალე გაიხსნება აბუ-დაბის გუგენჰაიმის მუზეუმიც.

ვიზიტორი პირველად ალმასარის ბაღების გალერეაში შედის, რომელიც  ექვსას მეტრზე გადაჭიმული ღია გალერეაა, რომელიც შეიხ ზაიიდის ცხოვრებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დაფუძნების მნიშვნელოვან ეტაპებს აცოცხლებს.

მუზეუმის შიდა დარბაზები იმ შვიდი საამიროს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ისტორიას წარმოაჩენს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ქმნიან. ექვს გალერეაში 1500 არტეფაქტია გამოფენილი, მათ შორისაა როგორც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები, ისე თანამედროვე ხელოვნების ინსტალაციები და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენილი ნიმუშები. მუზეუმის თითოეული დარბაზი არაბთა გაერთიანებული საამიროების ისტორიას აცოცხლებს.

აბუ-დაბიში გეგმავენ, რომ 2030 წლამდე ყოველ წელს 9 მილიონ 300 ათასი მნახველს უმასპინძლონ  კულტურულ უბანში.

ავტორი: ევრონიუსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend