მთავარიამერიკააშშკონგრესმა მიიღო ყველაზე მასშტაბური თავდაცვის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ევროპის მხარდაჭერას მოიცავს

კონგრესმა მიიღო ყველაზე მასშტაბური თავდაცვის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ევროპის მხარდაჭერას მოიცავს

ოთხშაბათს, 17 დეკემბერს აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა 2026 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომლის საერთო მოცულობა რეკორდულ 901 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კანონპროექტს სენატში 77-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 20-ის წინააღმდეგ, ხოლო წარმომადგენელთა პალატას ის უკვე მიღებული აქვს. დოკუმენტი თეთრ სახლშია გადაგზავნილი და მოსალოდნელია, რომ მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს ხელს.

NDAA განსაზღვრავს პენტაგონის პოლიტიკასა და ხარჯებს მომავალი წლისთვის. ის ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის 4%-ით ზრდას, ახალი სამხედრო ტექნიკის შეძენასა და აშშ-ის ძალისხმევის გაძლიერებას მთავარ გეოპოლიტიკურ მეტოქეებთან, ჩინეთსა და რუსეთთან, კონკურენციაში.

კანონპროექტი მნიშვნელოვანი ყურადღებას უთმობს უკრაინას. შეთანხმება ითვალისწინებს 800 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის 2029 წლის ბოლომდე, საიდანაც 400 მილიონი დოლარი მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. თანხა მოხმარდება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივას, რომლის ფარგლებში ამერიკული კომპანიები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღს აწვდიან.

დოკუმენტი ასევე ავალდებულებს პენტაგონს ყოველ კვარტალში ერთხელ კონგრესს წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან უკრაინისადმი გაწეული დახმარება.

დოკუმენტი ასევე ამყარებს ევროპის უსაფრთხოებას – ამტკიცებს ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ინიციატივას და 175 მილიონ დოლარს გამოყოფს ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვისთვის. გარდა ამისა, დოკუმენტი ზღუდავს თავდაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებას, შეამციროს აშშ-ის სამხედრო ძალების რაოდენობა ევროპაში და არ გახდეს 76 000-ზე ნაკლები, ასევე უკრძალავს აშშ-ის ევროპული სარდლობის ხელმძღვანელს ნატოს უმაღლესი მთავარსარდლის როლის დათმობას.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend