21 დეკემბერს ძველ აგრობაზარში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით აგროღონისძიება გაიმართება.
ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ პირისპირ შეხვდნენ ფერმერებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, გასინჯონ და შეიძინონ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია. ღონისძიებაზე მოეწყობა საბავშვო კუთხეც. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერმა, მარიამ დევრისაშვილმა ისაუბრა.

