მთავარიმსოფლიოავსტრალია„ბოროტების აქტი, ანტისემიტიზმის აქტი, ტერორისტული აქტი ჩვენს სანაპიროზე“ - ავსტრალიის პრემიერი-მინისტრი

„ბოროტების აქტი, ანტისემიტიზმის აქტი, ტერორისტული აქტი ჩვენს სანაპიროზე“ – ავსტრალიის პრემიერი-მინისტრი

ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში ბონდის სანაპიროზე ებრაული დღესასწაულის, ხანუქის აღნიშვნის დროს ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციით, 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბენეზემ მომხდარს ანტისემიტური ტერორიზმის აქტი უწოდა.

სამართლამდაცველების ცნობით, თავდამსხმელები მამა-შვილი იყვნენ. 50 წლის მამა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სროლის შედეგად მოკლეს.

24 წლის შვილი კი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend