მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული და ამერიკული დელეგაციები ბერლინში დღესაც შეხვდებიან

უკრაინული და ამერიკული დელეგაციები ბერლინში დღესაც შეხვდებიან

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეც. წარმომადგენლებს ბერლინში შეხვდა. სტივენ უიტკოფთან და ჯარეტ კუშნერთან უკრაინული დელეგაციის შეხვედრა სამშვიდობო გეგმის დეტალებს უკავშირდებოდა, რომელიც ამჟამად შეთანხმების პროცესშია.

გარკვეული დროის განმავლობაში შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერციც. ამერიკული მხარის განცხადებით, საუბრისას მიღწეულ იქნა ხელშესახები პროგრესი.

სტივენ უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ შეხვედრა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და 20 პუნქტიანი გეგმის გარდა, განიხილებოდა ეკონომიკური საკითხებიც.

„ბერლინში პრეზიდენტ ზელენსკის, სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. წარმომადგენლებმა სიღრმისეულად განიხილეს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, ეკონომიკური დღის წესრიგი და მეტი. მიღწეულ იქნა პროგრესი, შეხვედრა იქნება ხვალ დილითაც”, – დაწერა სტივენ უიტკოფმა X-ზე.

თავად უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც მან ბერლინში შეხვედრამდე გააკეთა, კიევისთის მიუღებელი რჩება ის შეთავაზებები, რომლითაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასი უნდა დატოვონ. ცნობისათის, ამას მოსკოვი ითხოვს მათ შორის იმ ტერიტორიებიდან, რომელიც დონბასში ამჟამად სწორედ უკრაინის კონტროლქვეშაა.

„თუ უკრაინული ძალები უკან იხევენ 5-10 კილომეტრით, რატომ არ აკეთებენ ამას რუსული ძალები?”  – კითხულობს ვოლოდიმირ ზელენსკი. ამ მოთხოვნის კომპრომისული ვერისია მანამდე დაასახელა ამერიკულმა მხარემ, რომელიც დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ან დემილიტარიზებული ზონის მოწყობის შემოთავაზებით გამოვიდა. ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება, შეხვედრები უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის დაგეგმილია დღეს, 15 დეკემბერსაც.

უკრაინის პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ამერიკელი კოლეგის იმ სიტყვების შეფასება სთხოვეს, რომლითაც ტდონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალს დებს, რომ მას სამშვიდობო გეგმა არ წაუკითხავს. უკრაინის ლიდერი დეტალებში არ შესულა,თუმცა აღნშნა,რომ მისთვის ამოსავალი წერტილი სამართლიანი დოკუმენტის მიღებაა, რომელიც უკრაინას გადააზღევევს რუსეთის მესამე აგრესიისგან მომავალში, ასევე იქნება ომის სამუდამოდ დასრულების გარანტია.

„სიტყვების კომენტირება ბევრნაირად შეიძლება. გეგმა ვერ იქნება ისეთი, რომ ყველას მოეწონოს. ჩემი აზრით, მთავარია გეგმა იყოს რაც შეიძლება სამართლიანი, პირველ რიგში უკრაინისთvის. მთავარია ის იყოს რეალური. იქცეს არა მხოლოდ ფურცლად, არაედ მნიშვნელოვან ნაბჯად ომის დასასრულებლად. ასევე მნიშვნელოვანია,რომ გეგმის ხელმოწერის შემდეგ აღარ იყოს შესაძლებელი რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ომის წამოწყება – მესამე აგრესიის უკრაინიელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ამერიკული მხარეს კი დიალოგში კი შეიძლება ითქვას, რომ წარმოაგენს მათ სიგნალებს, მოთხოვნებს, ნაბიჯებს, მზაობასა თუ პირიქით,  თუ აშშ-ი გააგრძელებს ზეწოლას, თუ პარტნიორები გააგრძელებენ ზეწოლას – თუ ამერიკას ენდომება ამ ომის დასრულება, როგორც ამის დემონსტრირებას უმაღლეს დონეზე დღეს ახდენენ, ვფიქრობ რუსეთი წავა კომპრომისზე”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უსაფრთხოების გარანტიებზე ვოლოდიმირ ზელენსკის ჟურნალისტებთან არ უსაურბია, თუმცა გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ უკრაინას აშშ-ი იმგვარ უსაფრთხოებით გარანტიებს შესთავაზებს, რომელიც NATO-ს მეხუთე მუხლზეა დაფუძნებული.

გამოცემა ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციას ეყრდნობა – მისივე ინფორმაციით, ეს გარანტიები უნდა დაამტკიცოს კონგრესმა, ამ შემთხვევაში მას ექნება იურიდიული ძალა და იქნება შესასრულებლად სავალდებულო. დამატებითი დეტალები საკითხზე არ ვრცელდება.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend