საქართველოში 2025 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო მეექვსედ აღინიშნა. გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში – მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეირჩა, ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის, მათ შორის განათლების, სოციალური სფეროს, მოხალისეობის განვითარების, სპორტის, კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიხედვით გადანაწილდა.
ღონისძიება „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “ჰელფინგ ჰენდის” დირექტორმა, ნინო თოდუამ და 2025 წლის საუკეთესო მოხალისემ, რუსუდან კვიციანმა ისაუბრეს.

