მთავარიევროპათურქეთიგრძელდება რომის პაპ ლეონ XIV-ის ვიზიტი თურქეთში

გრძელდება რომის პაპ ლეონ XIV-ის ვიზიტი თურქეთში

თურქეთში გრძელდება რომის პაპ ლეონ XIV-ს ვიზიტი. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი სტამბოლში ჩავიდა, სადაც სულიწმინდის საკათედრო ტაძარს ეწვია და მრევლს მიმართა.

რომის პაპის თქმით, სამღვდელოებამ უნდა მოუსმინოს და დაუჯეროს ახალგაზრდების შეხედულებებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე ხელი შეუწყოს რელიგიათაშორის დიალოგს.

თურქეთსა და სომხეთს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე კი, ლეონ XIV-ს ვიზიტს ეხმაურება სტამბოლში, სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი, რომელიც თვლის, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან კავშირების შენარჩუნება დადებითი ნაბიჯია.

თურქეთში რომის პაპის ვიზიტის პარალელურად, კი ქალაქ იზნიკში, ქვეყნის ერთ-ერთი ისლამური პარტიის 20-მდე წევრმა საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტების მტკიცებით, ნიკეას საეკლესიო კრებიდან 1 700-ე წლისთავზე, ქრისტიანული სამყაროს ლიდერთა შეხვედრა წარმოადგენს საფრთხეს თურქეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობისთვის.

მათივე განცხადებით, რომის პაპის ვიზიტი არის მცდელობა, თურქეთში შეიქმნას „ვატიკანის მსგავსი ბერძნული მართლმადიდებლური სახელმწიფო“.

კათოლიკური ეკლესიის სათავეში მოსვლიდან, ლეონ XIV-ს პირველი საერთაშორისო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 27 ნოემბერს დაიწყო და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

რომის პაპი ანკარაში შეხვდა რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, სადაც ლეონ მეთოთხმეტემ თქვა, რომ თურქეთს აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონსა და მსოფლიოში სიმშვიდისა და სტაბილურობის ხელშემწყობი სახელმწიფო.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს პალესტინის საკითხი, ორი სახელმწიფოს პრინციპისა და 1967 წლის საზღვრების გათვალისწინებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend