საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.0% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 %-ით განისაზღვრა, რაც აჩვენებს, რომ ზრდის ტემპი შენელებულია.
„საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
უწყების ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთო მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.
ეკონომიკური ზრდის ყოველთვიური სტატიუსტიკური დაკვირვების შედეგები საქსტატის მიერ, დღეს გამოქვეყნდა.


