მთავარიევროპარუსეთირუსეთი ევროპაზე თავდაუსხმელობის პუნქტს თანხმდება

რუსეთი ევროპაზე თავდაუსხმელობის პუნქტს თანხმდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმებას ვრცლად პირველად გამოეხმაურა და მას იმ საკითხების კრებული უწოდა, რომელიც განხილვების საგანი უნდა გამხდარიყო.

მისი თქმით, ის არ წარმოადგენდა შეთანხმებათა პროექტს, რომელიც სამხედრო კონფლიქტს დაასრულებდა. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ანკორიჯში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრამდე და შეხვედრისას შეიქმნა პირობათა მონახაზი, რომელიც ამერიკულმა მხარემ 28 პუნქტად ჩამოაყალიბა.

მოგვიანებით კი უკვე ჟენევაში, უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის მან სხვა ფორმა მიიღო და 4 ნაწილად დაიყო. ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის მიერ მოსკოვისთვის გადაცემული დოკუმენტი გამოდგება სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებების საფუძვლად, თუმცა მის თითოეულ ნაწილზე ყურადღებითაა სამუშაო. ის აგრეთვე გამოეხმაურა სამშვიდობო შეთანხმების იმ პუნტქტსაც, რომელიც ევროპაზე თავდაუსხმელობას ითვალისწინებს.

„ყველაფრის დიპლომატიურ ენაზე გადაყვანაა საჭირო. ერთია იმის თქმა, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ აპირებს – და ჩვენთვის ეს სასაცილოდ ჟღერს, რადგან არასოდეს ვაპირებდით ამას – მაგრამ რახან სურთ ეს მოისმინონ, მოდით ამას დავაფიქსირებთ. კითხვები არაა. თუ მათ შეაშინეს საკუთარი მოქალაქეები და მათ სურთ ამის მოსმენა,რომ აგრესიული გეგმები ევროპასთან დაკავშირებით არ გვაქვს მზად ვართ ეს დავაფიქსიროთ – შესაძლოა ამას აზრიც ჰქონდეს, რომ საერთო ევროპული უსაფრთხოების ფარგლებში გარკვეული საკითხები დავსვათ. უნდა დავსხდეთ და ვიმუშაოთ, თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა”, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend