მთავარისაქართველო4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა საქმე

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა საქმე

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვები 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციისას დაკავებული 54 პირის საქმეზე. დღევანდელ სასამართლო პროცესებზე მოსამართლეებმა იმსჯელეს მტკიცებულებათა დასაშვებობაზე და აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე. ასევე დღეს გადაწყდა, ამ საქმეები არსებითი განხილვისთვის სასამათლოსთვის გადაცემის საკითხი.

54 ბრალდებულიდან 50 პატიმრობაში რჩება. ერთი მიმალვაშია, დანარჩენ 3-ს კი თავიდნვე აღკვეთი ღონისძიების სახედ, გირაო ჰქონდა შეფარდებული.

საქმეებს რამდენიმე მოსამართლე განიხილავდა. მაგალითაც საპროტესტო აქციის 13 მონაწილის საქმე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხლა. მან პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და 13-ვე პატიმრობაში დატოვა. სამ მათგანს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდებასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დანარჩენ 10-ს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. საქმის პროკურორი დღევანდელ პროცეზე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა მათი მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. ადვოკატებმა კი სასამართლოს ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესთავაზეს – გათავისუფლება ან გირაო.

რაც შეეხება დღევანდელ კიდევ ერთ პროცესს – ამავე საქმეზე ბრალდებული სხვა 14 პირის საქმეს მოსამართლე ლერიან ბუგიანიშვილი განიხილავდა. მანაც ნატო ხუჯაძის მსგავსად, სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ღკვეთი ღონისძების სახით, პატიმრობაში დატოვები შესახებ. პროკურატურა ამ შემთხვევაშიც თავის შუამდგომლობას თითქმის იდენტურად ასაბუტებდა – ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკით. მათ ერთი და იგივე მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას – ჩადენილს ჯგუფურად და ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ადვოკატები ამ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

მესამე სხდომა კი ასევე 4 ოქტობრის მოვლენებისას დაკავებული 15 პირის საქმე ეხებოდა – 13 მათგანი პატიმრობაში დატოვა, ორი პირის – გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ კი თავდაპირველდვე აღკვეთის ღონისძების სახედ გირაო გამოიყენეს, თუმცა მათ წინააღმდეგ გამოძიება კვლავ გრძელდება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით. ამ პროცესს დღეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო უძღვებოდა.

თბილსიის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთ დარბაზში მიმდინარეობდა დღეს 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაკავებულ პირთა სხდომა – ამ შემთხვევაში მოსამართლე მეია მელქაძე 12 დემონსტრანტის საქმეს განიხილავდა. მან 11 მათგანი პატიმრობაში დატოვა, რაც შეეხება დანარჩენ ერთ ბრალდებულს, მარიამ მეყანწიშვილს, მას აღკვეთის ღონისძების სახედ წინასწარი პატიმრობა დაკავებიდან მალევე შეეცვალა გირაოთი. 10 მათგანს ედავებიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას – ჩადენილს ჯგუფურად და ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, ხოლო კიდევ ერთ დაკავებულს, ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ.

2025 წლის 4 ოქტომბერს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ორგანიზებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მოგვიანებით, დემონსტრანტების ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლა, სადაც მომიტინგეების ნაწილმა შენობის ღობე დააზიანა და ტერიტორიაზე შეიჭრა. ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, თუმცა დემონსტრანტების ნაწილმა მაინც შეძლო პრეიზნდეტის სასახლის ეზოს ინფრასტრუქტურის დაზიანება. ოპოზიციონერი ლიდერები და დემონსტრანტების ნაწილი, იმ ღამესვე, ნაწილი კი მომდევნო დღეებში დააკავეს.

ამ საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 ნოემბერსაც იმსჯელეს. გუშინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პროცესები ჩატარდა. პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და კიდევ 5 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაშ დატოვა. ჯამში 4 ოქტომბრის საქმეზე 64 პირის მიმართ არის საქმე აღძრული, 60 საპატიმროშია, 1 კი – მიმალვაში.

მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები სასჯელის ზომად 3-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვლისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend