სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს სასჯელი დაემატა სხდომის დროს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო.
ის პატიმრობაში იმყოფება „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.


