მთავარიევროპარუსეთი„თუ გეგმა განსხვავებული იქნება ანკორიჯში საკვანძო საკითხებზე გამოთქმული მოსაზრებებისგან, მაშინ პრინციპულად სხვა...

„თუ გეგმა განსხვავებული იქნება ანკორიჯში საკვანძო საკითხებზე გამოთქმული მოსაზრებებისგან, მაშინ პრინციპულად სხვა ვითარებას მივიღებთ”- სერგეი ლავროვი ტრამპის გეგმაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, არაოფიციალური არხებით მოსკოვმა აშშ-ის სამშვიდობო გეგმა მიიღო, მისი თავდაპირველი სახით, რომელშიც 28 პუნქტია გაწერილი. დიპლომატის თქმით, მოსკოვს არ მიუღია დოკუმენტის რომელიმე სხვა რედაქცია, რომლის შესახებაც მედიაში აქტიურად წერენ.

მისი თქმით, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუ ანკორიჯში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისას შეთანხმებულ პრინციპებში ცვლილებები შევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ირგვლივ გააქტიურებულ დიპლომატიურ დინამიკას გამოეხმაურა და ევროპა იმის მცდელობაში დაადანაშაულა, რომ მას სურს დონალდ ტრამპის გეგმის შეცვლა, რომელიც ვითარების დარეგულირებისკენაა მიმართული.

დასავლური მედია აქტიურად წერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 28 პუნქტი 19-მდე შემცირდა. ჯერ სრულად არ საჯაროვდება ის პუნქტები, რომლებიც თავდაპირველი ვერსიიდან ამოიღეს.

„დონალდ ტრამპის გეგმის საკვანძო ნაწილები ეფუძნება ანკორიჯში მიღწეულ ურთიერთგაგებას, რომელსაც რუსეთ-ამერიკას შორის უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიაღწიეს აგვისტოში. ეს პრინციპები საერთო ჯამში გეგმაში ასახულია,  რასაც მივესალმეთ. ჩვენ გვაქვს საკონტაქტო არხები ამერიკელ კოლეგებთან, რომლებსაც ავამუშავებთ. ჩვენ მათგან ველით იმ ვერსიას, რომელსაც ისინი მიიჩნევენ შუალედურად, – ევროპელებსა და უკრაინელებთან ტექსტის შეთანხმების ფაზის დასრულების თვალსაზრისით. მაშინ მას შევხედავთ, რადგან თუ გეგმა იქნება მოკლებული იმას, რაც ანკორიჯში საკვანძო საკითხებზე გამოვხატეთ, რაღა თქმა უნდა, ეს პრინციპულად განსხვავებული სიტუაცია იქნება.

თუმცა ვიმეორებ, რომ ამ დრომდე ჩვენთვის ოფიციალურად არავის არაფერი გადმოუცია. ვაფასებთ აშშ-ის პოზიციას, რომელიც ერთადერთი იყო დასავლელ ლიდერებს შორის, ლონდონის, ბრიუსელის, პარიზისა თუ ბერლინისგან განსხვავებით, რომელიც  ავლენს ინიციატივას  დარეგულირების გზების პოვნის თვალსაზრისით  – ჩვენ ამას ვაფასებთ”, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend