მთავარიევროპასაფრანგეთი„ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც რეალურად კაპიტულაციაა” - ემანუელ მაკრონი

„ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც რეალურად კაპიტულაციაა” – ემანუელ მაკრონი

„აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გეგმა სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა არსებობს ასპექტები, რომლებიც გასაუმჯობესებელია, რათა ის უკრაინისა და ევროპისთვის მისაღები გახდეს” – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ფრანგი ლიდერი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის გეგმის პირველად ვარიანტში გამოქვეყნებულ ორ პუნქტს – ერთი უკრაინის საჯარისო კონტინგენტის შემცირებას, მეორე კი ევროპაში გაყინული რუსული აქტივების მოხმარებას ეხებოდა. ელისეს სასახლეში თვლიან, რომ ამგვარი საკითხების გადაჭრა მხოლოდ უკრაინისა და ევროპის პრეროგატივაა. განცხადებები ემანუელ მაკრონმა ანგოლას დედაქალაქ ლუანდაში გააკეთა, სადაც ევროპისა და აფრიკის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც რეალურად კაპიტულაციაა, ისეთი, რომელიც უკრაინას შეუძლებელ სიტუაციაში ჩააყენებს  და რუსეთს მისცემს თავისუფლებას, წაიწიოს წინ, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან მიმართებით. აშშ-ის მიერ წარმოდგენილი გეგმა პირველ რიგში ინიციატივაა, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის და ეს მიმართულება მშვიდობაა. ამასთან, ამ გეგმაში არსებობს ასპექტები, რომლებიც დისკუსიას, მოლაპარაკებასა და გაუმჯობესებას საჭიროებს. რაც მაგიდაზე დაიდო, გვაძლევს იმის წარმოდგენას, თუ რა შეიძლება იყოს მისაღები რუსეთისთვის, ნიშნავს თუ არა ის, რომ ის მისაღებია უკრაინისთვის ან ევროპისთვის? ამ კითხვაზე პასუხია – არა.

უკრაინა არის ერთადერთი, რომელიც იტყვის, თუ რა სახის დათმობებზეა წამსვლელი საკუთარი ტერიტორიების ნაწილში – ეს ეხება ენას, კონსტიტუციას და ა.შ. ამასთან გიდასტურებთ, რომ ევროპა არის ერთადერთი, ვინც გადაწყვეტს, თუ რა უნდა მოუხერხონ გაყინულ რუსულ აქტივებს, რადგან ის გეგმის ნაწილია. ვაშინგტონში ჩასვლა და ამის თქმა არ მჭირდება, რადგან ასეთია კანონი  და ასე იყო მუდამ.
ჯარი არის უპირველესი, რაც უკრაინას დაიცავს. ჟენევაში წარმართული დისკუსიების საკითხი გასული რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ის, რომ არ შეზღუდულიყო უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა რუსეთის აკვიატების გამო. უკრაინისა და ჩვენთვის პირველადი გარანტია უსაფრთხოებისთვის სწორედ  ჯარია, რომელსაც ვაძლიერებთ – წვრთნებით, შეიარაღებითა თუ შესაძლებლობებით”,- აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend