მთავარიმსოფლიოაშშ-ის არმიის მდივანი რუსეთის დელეგაციას აბუ-დაბიში ხვდება

აშშ-ის არმიის მდივანი რუსეთის დელეგაციას აბუ-დაბიში ხვდება

აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი აბუ-დაბიშია, სადაც რუსეთის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას. მიზანი უკრაინასა და რუსეთს შორის თეთრი სახლის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო პროცესში პროგრესის მიღწევაა.

Reuters, Financial Times და CBS წერენ, რომ კრემლის წარმომადგენლებთან ამერიკული დელეგაციის შეხვედრა ორშაბათიდან, 24 ნოემბრიდან, დაიწყო და დღეს დასრულდება, არ დაზუსტებულა რუსეთის წარმომადგენლობის შემადგენლობა.

საუბრებს წინ უძღოდა გეგმის ირგვლივ აშშ-სა და უკრაინას შორის პოზიციების დაახლოება, რის შედეგადაც დასავლური მედიის ინფორმაციით, შემცირდა იმ პუნქტების რაოდენობა, რომლებიც გეგმის თავდაპირველ ვერსიაში იყო წარმოდგენილი.

საგულისხმოა, რომ დენ დრისკოლი პირველს უკრაინულ მხარეს შეხვდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სამშვიდობო გეგმა ჩაუტანა და მისი პოზიციები მოისმინა. ამასთან მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend