მთავარისაქართველო„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს

„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, – ამ სათაურით აქვეყნებს ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.

დოკუმენტში  საუბარია ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ჟურნალისტებზე და ნათქვამია, რომ ეს დაკავებები აჩვენებს, თუ როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 შემთხვევა.

ავტორიტეტიანი ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ფიზიკური ძალადობა, მუქარა და სამართლებრივი დევნა, გამოიძიოს დანაშაულები და დაუყოვნებლივ აღადგინოს შეჩერებული აკრედიტაციები. საქართველოს არ შეუძლია დამაჯერებლად განაცხადოს, რომ ის ევროკავშირს უახლოვდება მაშინ, როცა თელავს პრესის თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და პლურალიზმს“, – აცხადებს „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე.

დოკუმენტის თანახმად, დარღვევები მთელ ქვეყანას მოიცავს, თუმცა შემთხვევების ორ მესამედზე მეტი საქართველოს დედაქალაქზე, თბილისზე, მოდის.

„2024 წლის 28 ნოემბრის საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ათეულობით ჟურნალისტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ზოგიერთის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი ზომები იყო მიღებული. დამნაშევეები არ დასჯილან. ამ დროს დაფიქსირებული ძალადობრივი ინციდენტების საერთო რაოდენობა არის 127“, – წერია ანგარიშში.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მოუწოდებს საქართველოს  მთავრობას, შეწყვიტოს ფიზიკური ძალადობა, მუქარა და სამართლებრივი დევნა, ასევე დაუყოვნებლივ აღადგინოს მედიისთვის შეჩერებული აკრედიტაციები.

ანგარიშში საუბარია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ და ნათქვამია, რომ ის კვლავ უკანონო პატიმრობაშია. ნახსენებია მის მიმართ გამოტანილი სააპელაციო სასამართლო გადაყწვეტილება, რომელმაც მზია ამაღლობელის დაცვის მხარის მოთხვონა არ დააკმაყოფილა.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის სამიზნეები უცხოელი ჟურნალისტებიც გახდნენ. ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებას, სამართლებრივ დევნას და მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს „ავტორიტარული უკუსვლა“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ორ წელიწადში 37 პოზიციით დაქვეითდა და 114-ე ადგილს იკავებს, 180 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend