შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დეპუტატებს წარუდგინა სამინისტროს კანონპროექტი, რომლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციელთა დაზიანების შემთხვევაში სახელმწიფო ზიანს აანაზღაურებს.
მისი განცხადებით, საქმის შესრულების დროს პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს აქამდე არსებული 15 000 ლარის ნაცვლად, 30 000 ლარი გადაეცემა, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში კომპენსაცია 7000-დან 20 000 ლარამდე იზრდება.
კანონპროექტი, რომელიც მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააცნო, სხვა ცვლილებებსაც მოიცავს.

