„ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია” – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით 200-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. მათივე ინფორმაციით სამუშაოებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი. ადგილზე საგანგებო შტაბია მოწყობილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.


