ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ, 23 ნოემბერს, ბეირუთზე მასშტაბური იერიში მიიტანეს, რასაც „ჰესბოლას“ შტაბის უფროსის, ალი ტაბატაბაი ლიკვიდაცია მოჰყვა – ათობით პირი კი დაიჭრა. ეს სამხრეთ ლიბანში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ყველაზე მასშტაბურია 2025 წლის ივნისის შემდეგ.
„ჰესბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ განცხადება გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისივე განცხადებით, ისრაელი განაგრძოებს
„ჰესბოლას“ შესუსტებას და პირობას დებს, რომ მათ მებრძოლებს ძალების აღდგენისა და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვის შესაძლებლობას არ მისცემს.
„მას ბრალი მიუძღვის მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რასაც უამრავი ისრაელელი და ამერიკელი შეეწირა. აშშ-ს 5 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული იმისთვის, ვინც დამნაშავეს დააკავებდა“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ალი ტაბატაბაი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო ,,ჰესბოლას“ ელიტური ძალების დანაყოფიდან.
„ჩემი პოლიტიკა მკაფიოა – „ჰეზბოლას“ არ მივცემთ ძალის აღდგენის, ხელახალი შეიარაღებისა და ისრაელისთვის საფრთხის შექმნის საშუალებას“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


