ჩრდილოეთ დარფურის დედაქალაქ ელ-ფაშირიდან, ათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი, რადგან ქალაქი სწრაფი რეაგირების ძალებმა დაიკავეს. დევნილი სუდანელები ტაუილის გზაზე არიან გაჩერებული, ნახევრად უდაბნოში მყოფთ არც საკვები, აქვთ და არც წყალი.
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ოპერაციების ხელმძღვანელი, ნოაჰ ტეილორი, ამბობს, რომ ბევრს არც წასასვლელი აქვს და არც ამის შესაძლებლობა გააჩნია.
გაეროს ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო კვირებში 2,000-ზე მეტი ორსული ქალი გამოიქცა ქალაქიდან. ICRC-ის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ დევნილებს ურთულეს პირობებში უწევდათ მგზავრობა, სანამ ბანაკში მივიდოდნენ.
სწრაფი რეაგირების ძალებმა სასტიკი იერიში მიიტანეს საუდის სამშობიარო საავადმყოფოზეც. სააგენტოს ინფორმაციით, 460 ადამიანი დახოცეს. შეტევის შედეგად 6,000-ზე მეტი ორსული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩა.
ომი სწრაფი რეაგირების ძალები (RSF) და რეგულარული არმია 2023 წელს შეთანხმდნენ, რომ მათ ერთად უნდა ემუშავათ ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაზე.
ჯანმოს მიხედვით, სუდანში დაღუპულთა რაოდენობამ ჯამში 40,000-ს გადააჭარბა, დევნილთა რიცხვმა კი -12 მილიონს.
ძალადობის საპასუხოდ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნები, სუდანში სწრაფი რეაგირების ძალების ლიდერებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს ახალ სანქციებს უწესებენ.
სანქციები ითვალისწინებს ფინანსური აქტივების გაყინვას, მოგზაურობის შეზღუდვასა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე გამკაცრებულ ემბარგოს.

