მთავარისაქართველო„მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე“ – კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს...

„მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე“ – კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმიანება

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, მზია ამაღლობელის საქმეს აკვირდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე.

ფონდი წერს იმასაც, რომ ჟურნალისტის საქმის უზენაეს სასამართლოში გადანაცვლების პარალელურად, მომდევნო კვირებში, Trial Watch-ი გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის სამართლიანობას შეაფასებს.

კლუნების ფონდი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს 2025 წლის გაზაფხულიდან აკვირდება.

მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. ჟურნალისტი უკვე ათი თვეა პატიმრობაშია და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend