მთავარისაქართველოზოგიერთი არასრულწლოვანისთვის, შესაძლოა, სპეციალური კანონი ამოქმედდეს

ზოგიერთი არასრულწლოვანისთვის, შესაძლოა, სპეციალური კანონი ამოქმედდეს

იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს 14 წლამდე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას, პარლამენტი სპეციალური კანონის მიღებას გეგმავს.

ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივა.

მათი განმარტებით, კანონპროექტის მიზანი არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა.

კანონპროექტის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მულტიდარგობრივ მიდგომას დაეფუძნება. კერძოდ, არასრულწლოვანის დახმარების მიზნითა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურა იმუშავებს.

მაგალითად, ამისთვის „ქართული ოცნება“ გეგმავს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ასევე გარკვეულ საკითხებზე პასუხისმგებელი იქნება პროკურატურა, ჯანდაცვის სამინისტრო და ამ უწყებას დაქვემდებარებული უწყებები, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. კერძოდ, ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართება; მისი მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან გადამისამართება; აღნიშნულ სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვანის მონაწილეობის მონიტორინგი; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება“, – ასეთია კანონპროექტის ამონარიდი.

კანონპროექტის მიხედვით, „არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში“ მყოფი არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებით.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend