მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გზავნილი ვლადიმერ პუტინს

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გზავნილი ვლადიმერ პუტინს

„ჩვენ გხედავთ! ვიცით, რასაც აკეთებთ! და თუ გემი სამხრეთისკენ ოდნავ მაინც გამოცურავს, მზად დავხვდებით!” – ეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გზავნილია ვლადიმერ პუტინის მიმართ.

ჯონ ჰილის განცხადებით, რუსული სათვალთვალო გემი „იანტარი“ დიდი ბრიტანეთის საზღვაო საზღვრებთან ძალიან ახლოს იმყოფება.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და ამის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. რუსული სადაზვერვო გემი, „იანტარი“, შოტლანდიის ჩრდილოეთით, დიდი ბრიტანეთის წყლების პირას იმყოფება. ის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ფართო წყლებში შევიდა.

ეს არის გემი, რომელიც შექმნილია დასაზვერად და ჩვენი წყალქვეშა კაბელების რუკების შესაქმნელად. ჩვენ განვათავსეთ RAF თვითმფრინავები და საზღვაო ძალების გემი, რათა რუსული გემის მოძრაობისთვის თვალ-ყური გვედევნებინა. მონიტორინგის დროს „იანტარიდან“ ჩვენს პილოტებს ლაზერებს ანათებდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

რუსეთი ძალიან საშიშად მოქმედებს. წელს ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც გემი „იანტარი“, დიდი ბრიტანეთის წყლებში შემოვიდა. ამიტომ ჩემი გზავნილი რუსეთისა და პუტინის მიმართ ასეთია: ჩვენ გხედავთ, ვიცით, რასაც აკეთებთ და თუ „იანტარი“ ამ კვირაში სამხრეთისკენ გაემგზავრება, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად.

რადგან საფრთხე იზრდება, ბრიტანეთმა უნდა გადადგას ნაბიჯი და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამას.

ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ვავითარებთ ევროპული უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას, რომლის მთავარი მიზანია, რომ უკრაინა გახდეს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული ქვეყანა, ასევე გაძლიერდეს ნატო და ევროპული ერებიც”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend