ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა სლოვაკეთში, „ხავერდოვანი რევოლუციის” 36-ე წლისთავზე და გააპროტესტა რობერტ ფიცოს პოლიტიკა.
“სიმართლემ და სიყვარულმა უნდა სძლიოს ტყუილსა და სიძულვილს“- ვაცლავ ჰაველის ეს სიტყვები ეწერა ბანერებზე, რომლებიც დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად აღმართეს.
მოსკოვთან მეგობრული ურთიერთობების გამო, რობერტ ფიცოს მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ – საზოგადოების განსაკუთრებული ბრაზი გამოიწვია რამდენიმე დღის წინ მისმა ნათქვამმა სიტყვებმა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრაზე.
ფიცომ მოსწავლეებს უთხრა, რომ თუ მისი პოლიტიკა არ მოსწონდათ, თავად წასულიყვნენ უკრაინაში საომრად.
17 ნოემბერს 36 წელი გავიდა „ხავერდოვანი რევოლუციიდან”. 1989 წლის 17 ნოემბერს ჩეხოსლოვაკიაში დაწყებულმა მშვიდობიანმა პროტესტმა კომუნისტური რეჟიმის დამხობა გამოიწვია.


