მთავარისაქართველოსაქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

საქართველოში ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ჯონათან ასკონასი. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, ჯონათან ასკონასის ვიზიტის მიზანია „განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.“

განცხადებაში ისიც წერია, რომ ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.

საელჩოს განცხადების თანახმად, აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend