მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ენერგეტიკის მინისტრი სვიტლანა ჰრინჩუკი გადადგა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი სვიტლანა ჰრინჩუკი გადადგა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, სვიტლანა ჰრინჩუკი გადადგა. შესაბამის განცხადებას მან ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე კორუფციული სკანდალის ფარგლებში იქნა მიღებული, რომლის ირგვლივაც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

საქმე ეხება უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებულ 100 მილიონ დოლარიან კორუფციულ სქემას, რომელშიც ენერგეტიკის ამჟამინდელ მინისტრთან ერთად, ყოფილი მინისტრიც, გერმან გალუშჩენკოც ფიგურირებს. მას ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტრო ებარა, მინისტრის უფლებამოსილება მას გუშინ შეუჩერდა. უკრაინულ მედიაში წერენ,რომ მინისტრები ატომური ენერგიის უკრაინული კომპანია ენერგოატომის” ოპერირების ფარგლებში შესაძლო კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. მინისტრების გადაყენება პირადად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა.

„ მჯერა,რომ იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები თანამდებობებზე ვერ დარჩებიან. ეს ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ნდობას ეხება. თუ არსებობს ბრალდებები, მათ უნდა ვუპასუხოთ. გადაწყვეტილება მათი თანამდებობიდან დროებით ჩამოშორების შესახებ სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა განხორციელდეს. უკვე მივმართე უკრაინის პრემიერ-მინისტრს, უზრუნველყოს, რომ მინისტრებმა გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერონ და ასევე ვთხოვ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. ამჟამად უკრაინაში ყველასთვის უკიდურესად რთული დროა. ელექტროენერგიის გათიშვის, რუსეთის დარტყმებისა და დანაკარგების ფონზე სრულიად მიუღებელია,  ენერგეტიკის სექტორში სქემები მუშავდებოდეს. მოვაწერ ხელს ბრძანებას სანქციების დაწესების თაობაზე იმ ორი პირის მიმართ, რომლებიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგოატომთან“ დაკავშირებულ საქმეში ფიგურირებენ“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მკაცრად შეხვდნენ კორუფციულ სკანდალს ომში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებიც. ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიება გრძელდება, მის ფარგლებში დაკავებულია 5 პირი, გამოვლენილია 2 შესაძლო დამნაშავე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend