ესპანეთის მეფე ფილიპე VI ჩინეთში იმყოფება, სადაც ის შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინ პინსა და ჩინეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრებს.
შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის ფონზე ესპანეთი განაგრძობს ჩინეთისა და ჩინური ინვესტიციების მოზიდვას. ფილიპე VI ასევე გეგმავს შეხვედრებს ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანსა და ჩინეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ჭაო ლეძისთან.
„საერთაშორისო ვითარება რთული და არასტაბილურია. მსოფლიოს სჭირდება უფრო კონსტრუქციული ძალები, რომლებიც მშვიდობასა და განვითარებას უზრუნველყოფენ. ჩინეთი მზადაა, ესპანეთთან ერთად იმუშაოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესაქმნელად, რომელიც უფრო სტაბილური, განვითარების მხრივ უფრო დინამიკური და საერთაშორისო დონეზე უფრო გავლენიანი იქნება და მეტ წვლილსაც შეიტანს მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა.
მონარქის პირველი გაჩერება ჩინეთში იყო ქალაქი ჩენდუ, სადაც იგი ესპანეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებსა და ასევე ბიზნესის სექტორის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად ესპანეთ-ჩინეთის ბიზნესფორუმს დაესწრო.
შეხვედრის შემდეგ სი ძინპინი და ფილიპე დაესწრნენ ორ ქვეყანას შორის კულტურისა და განათლების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, სურსათის უვნებლობისა და კოსმოსური მეცნიერების სფეროში შეთანხმებების ხელმოწერის პროცესს.

