მთავარიაზიაირანი„ცვლილებების ხმა თეირანში”

„ცვლილებების ხმა თეირანში”

თეირანის ხერგილებში 38 წლის მერათ ბეჰნამი ყვითელი მოტოციკლით გადაადგილდება.

ეს მისთვის მისთვის არც პოლიტიკური მანიფესტია და არც სოციალური დღის წესრიგი. უბრალოდ სამსახურში მიდის.

თავიდან მისი ამგვარი მოგზაურობა საკმაოდ რთული იყო. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, უკმაყოფილება რადიკალურად განწყობილი პირების მხრიდან.

თუმცა, დროთა განმავლობაში, ყველაფერი იცვლება – და ბეჰნამიც ამ ცვლილებების თვალსაჩინო სიმბოლოა.

მერათ ბეჰნამი, თეირანის მკვიდრი:

„ხალხი მეუბნება: ‘ბრავო! რა შესანიშნავია!’ ხშირად მესმის შეძახილები, ‘მადლობა!’ და ა.შ. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ თეირანში ამდენი ფემინისტი მამაკაცი გვყავდა — როგორც მოტოციკლისტებს, ისე მძღოლებს შორის.“

თუმცა ცვლილებები ყველას და ყველაფერს არ შეხებია. რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსები კვლავ მოითხოვენ ჰიჯაბის ან თავსაბურავის შესახებ კანონების მკაცრ აღსრულებას. თუმცა მიუხედავად ამისა, ირანში ცვლილებები თვალსაჩინოა.

თეირანის ქუჩებში უფრო ხშირად შეხვდებით ქალებს ავტომობილების საჭეებთანაც. ეს ბევრისთვის ერთგვარი საპროტესტო ქცევაა.

ეს ცვლილებები კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა. ქალი ციხეში გარდაიცვალა.

მალევე საპროტესტო დემონსტრაციებმა მთელი ირანი მოიცვა. ქალებმა მასობრივად დაწვეს თავსაბურავები და მეტი თავისუფლება მოითხოვეს.

როგორც ჩანს ამ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია.

ამ მოვლენებიდან თითქმის სამი წლის თავზე, ირანში აქტიურად საუბრობენ, რომ პრეზიდენტმა მაჰსულ ფეზეშკიანმა შესაძლოა სამართლებრივი ნაბიჯებიც გადადგას, რათა ქალთა უფლებები მცირედით მაინც გაუმჯობესდეს.

„კანონი პირდაპირ არ ამბობს, რომ ქალებს არ უნდა მიეცეთ მოტოციკლის მართვის მოწმობა. არ არსებობს სამართლებრივი აკრძალვა — მხოლოდ შინაგანაწესის ტიპის რეგულაციები, რომლებსაც ხელისუფლება მიჰყვება. ჩემი აზრით, ეს სრულიად არასწორია და დროა თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ.“

ვიდრე ხელისუფლება ეცდება, თანამედროვეობას „დაეწიოს“, მოქალაქეები უკვე თავად ცვლიან რეალობას — ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით.

მართალია, მათი რიცხვი ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ ირანის ქუჩებში ქალი მძღოლები სულ უფრო შესამჩნევები ხდებიან.

ეს კი მათთვის არა მხოლოდ კომფორტი, არამედ არამედ არჩევანისა და გამოხატვის თავისუფლებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend