„მამების სკოლაში“ ახალი ნაკადის მიღება დაიწყო. პროგრამას, რომლის მიზანი შვილების აღზრდაში მამების ჩართულობის ხელშეწყობაა, გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებს.
სკოლა უფასოა და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. პროგრამა 5 სესიას მოიცავს და ისეთ საკითხებს ფარავს, როგორიცაა ბავშვის განვითარება და მამის როლი, პირველადი დახმარება, აღზრდის მეთოდები და შვილებთან ურთიერთობა და სხვა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის სპეციალისტმა, ნინო ფაშალიშვილმა და “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელმა დირექტორმა, მეგი კავთუაშვილმა ისაუბრეს.

