„არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა. ალბათ, არც თავად იცის“, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში.
No one knows what Trump meant about ‘nuclear testing’ (he probably doesn’t himself). But he’s the president of the United States. And the consequences of such words are inescapable: Russia will be forced to assess the expediency of conducting full-fledged nuclear tests itself.
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) November 5, 2025
მისი თქმით, დონალდ ტრამპის სიტყვებს შედეგები მოჰყვება და „რუსეთი იძულებული გახდება, სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდების ჩატარების მიზანშეწონილობა თავად შეაფასოს“.
გუშინ, 5 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე დონალდ ტრამპის განცხადებას ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ „სერიოზული საკითხი“ უწოდა.
ამასთან, მან რუსეთის უწყებებს „ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მომზადების შესაძლო დაწყების შესახებ” წინადადებების მომზადება დაავალა.
„ვავალებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურებსა და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ამ საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეაგროვონ, უშიშროების საბჭოს დონეზე გააანალიზონ და ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მომზადების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებები წარმოადგინონ“, – განუცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს.


