ამერიკის შეერთებული შტატებში, კენტუკის შტატში, სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე დაშავდა 11 პირი.
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ქალაქ ლუისვილის მუჰამედ ალის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰონოლულუს მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, თუმცა მას პრობლემა აფრენისთანავე შეექმნა და იქვე ჩამოვარდა.
„UPS-ის რეისი 2976, რომელიც კენტუკის ქალაქ ლუისვილიდან ჰავაის ქალაქ ჰონოლულუს მიმართულებით მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, კატასტროფულ ავარიაში მოყვა ლუისვილის აეროპორტის მიმდებარედ. მომხდართან დაკავშირებით UPS დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს. გამოძიებას ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭო უხელმძღვანელებს. ისინი იქნებიან გამოძიების ძირითადი წყარო. ის გაგრძელდება მომდევნო დღეებსა და კვირების განმავლობაში. შემიძლია დავადასტურო, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ იყო რაიმე სახის საშიში ტვირთი, რომელიც ტერიტორიის გარშემო მყოფებისთვის გარემოსდაცვით პრობლემას შექმნიდა“, – განაცხადა კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშირმა.
კენტუკის გუბერნატორის ინფორმაციით, მოსალოდნელია, გაიზარდოს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა. სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

