„დემოკრატები შეგნებულად აზიანებენ ამერიკელ ოჯახებს, მუშებსა და ბიზნესებს, რათა იბრძოლონ არალეგალური იმიგრანტებისთვის უფასო ჯანდაცვის მისაცემად და დაამშვიდონ თავიანთი რადიკალი მემარცხენე ამომრჩევლები“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე. მანვე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა შეაჩერა, 35 დღე გავიდა და ეს ისტორიული რეკორდია.
„დღეს დემოკრატების მიერ გამოწვეული მთავრობის მუშაობის შეჩერების 35-ე დღეა. დემოკრატების ობსტრუქციულობა დღეს რეკორდს დაამყარებს – ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი მთავრობის დახურვა ამერიკის ისტორიაში. დემოკრატები შეგნებულად აზარალებენ ამერიკელ ოჯახებს, მუშებსა და ბიზნესებს, რათა იბრძოლონ არალეგალური იმიგრანტებისთვის უფასო ჯანდაცვის მისაცემად და დაამშვიდონ თავიანთი რადიკალი მემარცხენე ამომრჩევლები.
ეს სრული სირცხვილია. გასულ შაბათ-კვირას ამერიკელები, რომლებიც მიემგზავრებოდნენ ქორწილებში, დაკრძალვებზე, შვებულებებსა და საქმიან შეხვედრებზე, ქვეყნის აეროპორტებში წააწყდნენ ფრენების სერიოზულ შეფერხებას პერსონალის დეფიციტის გამო”, – განაცხადა ჰეროლაინ ლევიტმა.

