მთავარიევროპარუსეთიპუტინი: „„ბურევესტნიკის“ გამოცდის ზონასთან მუდმივად იმყოფებოდა NATO-ს სადაზვერვო გემი"

პუტინი: „„ბურევესტნიკის“ გამოცდის ზონასთან მუდმივად იმყოფებოდა NATO-ს სადაზვერვო გემი”

ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ შეაქო რუსეთის უახლესი შეიარაღება – „ბურევესტნიკის” ტიპის ფრთოსანი რაკეტა და „პოსეიდონის” წყალქვეშა დრონი. მათი შემქმნელების დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ბურევესტნიკის” ფრენის რადიუსმა „ყველა ცნობილ სარაკეტო სისტემას გადააჭარბა“ და დაამატა, რომ ამის დადასტურებას უცხოელი სპეციალისტებიც შეძლებენ, რადგან „ბურევესტნიკის“ გამოცდის ზონასთან, მისი თქმით, მუდმივად იმყოფებოდა NATO-ს სადაზვერვო გემი.

„ფრენის მანძილის თვალსაზრისით, როგორც ცნობილია, „ბურევესტნიკმა” ყველა ცნობილ სარაკეტო სისტემას გადააჭარბა. მას მაღალი სიზუსტე აქვს, რასაც დამაჯერებლად აღწევს წინასწარ გამოთვლილ დროში. ვფიქრობ, ამაში დარწმუნება უცხოელ სპეციალისტებსაც შეეძლოთ, რადგან 21 ოქტომბერს „ბურევესტნიკის“ გამოცდის ზონასთან მუდმივად იმყოფებოდა NATO-ს სადაზვერვო გემი. ჩვენ მას მუშაობაში ხელს არ ვუშლიდით. დაე, ენახათ.

ჩვენი ქვეყანა არავის ემუქრება. რუსეთი, ისევე როგორც სხვა ბირთვული სახელმწიფოები,  საკუთარ ბირთვულ პოტენციალს, საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს ავითარებს. ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, დიდი ხნის წინ გამოცხადებული სამუშაოებია“.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend