მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი: „რუსეთის არმია კიდევ ერთხელ გახდა იძულებული, გადაეწია ვადები, რომლებიც თავადვე დაისახა...

ზელენსკი: „რუსეთის არმია კიდევ ერთხელ გახდა იძულებული, გადაეწია ვადები, რომლებიც თავადვე დაისახა პოკროვსკისა და დობროპილიას დაპყრობისთვის”

„რუსეთის არმია კიდევ ერთხელ გახდა იძულებული, გადაეწია ვადები, რომლებიც თავადვე დაისახა პოკროვსკისა და დობროპილიას დაპყრობისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ფრონტის ხაზზე ყოფნისას. მანვე ისაუბრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივაზე და თქვა, რომ გუშინ, 4 ნოემბერს, გამოქვეყნებული ევროკომისიის გაფართოების ანგარიში უკრაინისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე პოზიტიურია.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას აძლევს უკრაინელებს და ომისა და მძიმე ბრძოლის პირობებშიც კი, ქვეყანა წინსვლას განაგრძობს და ევროკავშირში გაწევრებას უახლოვდება.

„რუსეთის არმია კიდევ ერთხელ გახდა იძულებული, გადაეწია ვადები, რომლებიც თავადვე დაისახა პოკროვსკისა და დობროპილიას დაპყრობისთვის. და რუსული ძალების თითოეული დანაკარგი დონეცკის რეგიონში, დნიპროს რეგიოკუპნის საზღვარსა და ასევე კუპიანსკში, აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და დამოუკიდებლობა.

სიმბოლურია, რომ ჩვენ მივიღეთ ევროკომისიის მართლაც ყველაზე პოზიტიური ანგარიში ბოლო სამი წლის განმავლობაში – ყველაზე ძლიერი შედეგი უკრაინისთვის ამ პერიოდში. ეს ყველა უკრაინელს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რადგან ევროპა ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას აღიარებს. ომის პირობებსა და ყველაზე მძიმე ბრძოლის ფონზეც კი, ჩვენი ქვეყანა წინსვლას განაგრძობს – ქვეყანა მხოლოდ წინ მიდის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებში, რაც სრულიად უპრეცედენტოა მთელ ევროპაში. ევროკავშირის ყველა სხვა წევრ სახელმწიფოს ბევრად მარტივი გზა ჰქონდა გასავლელი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend