მთავარიEuropean UnionEuronews-ის გაფართოების სამიტი

Euronews-ის გაფართოების სამიტი

ევროკომისიამ 2025 წლის გაფართოების პაკეტი წარადგინა, რომელშიც ასახულია კანდიდატი ქვეყნების პროგრესი, ევროკავშირში გაწევრების გზაზე. წელს დოკუმენტი მოიცავს ე.წ. „გაფართოების წინასწარი პოლიტიკის მიმოხილვასაც”, რომელიც ეხება იმ რეფორმებს, რომლებიც თავად ბლოკის წევრმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ, ახალი წევრების მიღებამდე.

ამჟამად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 9 ქვეყანას აქვს შეტანილი, მათგან 7 უკვე გახსნილი აქვს მოლაპარაკებები.

ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა და თურქეთი.

 

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და რეგიონში განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა, ევროკავშირის გაფართოების პროცესს ახალი იმპულსი შესძინა და ბრიუსელის მიდგომებიც უფრო ღია გახადა.

ევრო-ბარომეტრის ბოლო კვლევის თანახმად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, გაფართოების მომხრეა.

Euronews-ისა და ევროკავშირის ისტორიაში პირველად, 4 ნოემბერს, Euronews-მა, ევროკავშირის გაფართოების სამიტს უმასპინძლა.

სამიტზე ბლოკისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერებმა, პირდაპირ ეთერში განიხილეს ევროპული ინტეგრაციის მომავალი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend