მთავარისაქართველოცნობილია „ლიტერა 2025-ის" გამარჯვებულთა ვინაობა

ცნობილია „ლიტერა 2025-ის” გამარჯვებულთა ვინაობა

„ლიტერა“ 2025-ის გამარჯვებულთა ვინაობა უკვე ცნობილია – პატიმრობაში მყოფი ზვიად რატიანი „ლიტერას” სპეციალური პრიზის მფლობელია.

„ლიტერას“ ორგანიზატორები ამბობენ, რომ მას განსაკუთრებული ჯილდო მიენიჭა შეუპოვარი პოეტური და სამოქალაქო პოზიციისთვის, რომელიც მათივე თქმით, „ყველას შეახსენებს, რომ შეუძლებელია სინდისის, იმედის, გამბედაობის, თავისუფლებისა და სიმართლის წყურვილის დატყვევება”.

წლის საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში „ლიტერას“ ლაურეატები ნიქო გორგილაძე და თინათინ ნოღაიდელი გახდნენ, ნიქო გორგილაძე პოეტური კრებულისთვის – „აქ მიპოვი“ და თინათინ ნოღაიდელი რომანისთვის – „ულვაშები“.

საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში გამარჯვება თამთა დოლიძემ მოიპოვა, პროზაულ კრებულში კი გამარჯვება – არმაზ ბეკარის ერგო.

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზაული კრებულის კატეგორიაში გამარჯვებული ანა მარგველაშვილია. რაც შეეხება საუკეთესო რომანს – ჟიურის გადაწყვეტილებით, ამ ნომინაციაში გამარჯვება ნოდარ ლადარიას ხვდა წილად, რომანისთვის – „ელი ელი“.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა” 2015 წელს მწერალთა სახლმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააარსეს. 2021 წლიდან – მას შემდეგ, რაც მწერლების დიდმა ნაწილმა პრემიას ბოიკოტი გამოუცხადა, „ლიტერას” საქართველოს პენცენტრი გასცემს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend