მთავარისაქართველოევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამებმა ათასობით ქართველს გაუხსნა ევროპული განათლების გზა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამებმა ათასობით ქართველს გაუხსნა ევროპული განათლების გზა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს Erasmus-ის სასწავლო პროგრამის შესახებ. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში Erasmus+ პროგრამით 13 000-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა ისარგებლა.

ევროპის უმსხვილესი სასწავლო პროგრამის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსება კი ნიშნავს მგზავრობის, სწავლისა და ცხოვრების ხარჯების სრულად დაფარვას ევროკავშირის მიერ.

რაც შეეხება Erasmus Mundus პროგრამის მიერ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს – ოფიციალური მონაცემების თანახმად, 290-მა ქართველმა სტუდენტმა ისწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, რაც მათი აკადემიური წარმატებისა და პროფესიული განვითარების საწინდარი გახდა.

„ამ გაცვლებმა კარი გაუღო განათლებასა და ინოვაციებს, რაც ახალგაზრდებს საქართველოდან დაეხმარა ახალი უნარების, პერსპექტივებისა და კარიერული შესაძლებლობების შეძენაში. 22 000-ზე მეტი ახალგაზრდა საქართველოდან მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდების სასწავლო მობილობაში, კულტურულ პროექტებსა და სასწავლო პროგრამებში, რაც დიალოგს, ჩართულობასა და საერთო ევროპული ღირებულებების გაზიარებას აძლიერებდა“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ბლოკის ფარგლებს გარეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-4 ადგილზეა Erasmus+ პროგრამით განხორციელებული მობილობის მხრივ, „რაც ასახავს საქართველოს მოქალაქეების სურვილს, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება, დაამყარონ კავშირები ევროპაში“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend