მთავარიაზიაჩინეთიდონალდ ტრამპი და სი ძინპინი 30 ოქტომბერს შეხვდებიან

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი 30 ოქტომბერს შეხვდებიან

აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში გაიმართება. ორი ქვეყნის ლიდერის აუდიენციას  წინ უძღვის დაძაბული ურთიერთობები, რომლებიც მეტწილად ურთიერთვაჭრობასა და სატარიფო პოლიტიკას ეხება.  წინასწარ გაკეთებულ  განცხადებებში იკითხება, რომ მხარეები ესკალაციის თავიდან არიდებას შეეცდებიან.

უშუალოდ სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შორის  შეხვედრამდე ამერიკისა და ჩინეთის დელეგაციები ერთმანეთს შეხვდნენ მალაიზიაში, სადაც ვაჭრობის მიმართულებით მიაღწიეს გარკვეულ ჩარჩოშეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონსა და პეკინში პოზიტიურ მოლოდინს აჩენს. ლიდერების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ტარიფები, ვაჭრობა, ფენტალინი, „ტიკტოკი” და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თემები იქნება, ისევე როგორც იშვიათი მინერალების საკითხი.

როგორც აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა სკოტ ბესეტმა განაცხადა, სავარაუდოდ, პეკინი შეაჩერებს იშვიათი მინერალების ექსპორტზე დაწესებულ მკაცრს კონტროლს და ამით თავიდან აიცილებს ტრამპის მიერ დაანონსებულ 100%-იან საბაჟო გადასახადს ჩინურ საქონელზე.

„ძალიან საინტერესო რამდენიმე დღე გველოდება. ჯერ იაპონია, შემდეგ სამხრეთ კორეა, მოდის ჩინეთიც  და ეს ძალიან საინტერესო იქნება. მე დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართ და ვფიქრობ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ამ მხრივ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მითუმეტეს, რომ ჩვენი ეკონომიკა წინ კარგად მიიწევს. ამის შემდეგ კი შევთანხმდით, რომ ჩავალ ჩინეთში, ალბათ წლის დასაწყისში. შესაძლოა ამის შემდეგ  პრეზიდენტი სი ვაშინგტონში ან პალმ ბიჩზეც ჩამოვიდეს”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

განსახილველ თემებს შორის იქნება ომი უკრაინაში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, პეკინმა ამ მხრივ მოსკოვზე არსებული ზეგავლენა გამოიყენოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend