მთავარიამერიკაარგენტინაარგენტინის პრეზიდენტი შუალედური არჩევნების შედეგებს აღნიშნავს

არგენტინის პრეზიდენტი შუალედური არჩევნების შედეგებს აღნიშნავს

არგენტინის ლიბერტარიანელი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის, ალიანსმა შუალედური არჩევნები დიდი უპირატესობით დაასრულა და ხმათა 41% მიიღო. ეს კი გასულ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით თითქმის გაორმაგებული შედეგია. კერძოდ, მხოლოდ ლიბერტარიანულ პარტიას 24-მანდატიან სენატში 13 ადგილი ექნება, 127-მანდატიან ქვედა პალატაში კი 64.

„10 დეკემბრიდან ჩვენ გვეყოლება 37-ის ნაცვლად  101 კანონმდებელი. რაც შეეხება სენატს, იქ 6-დან 20 სენატორამდე ავედით. ამიტომ უდავოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგენტინის ისტორიაში ყველაზე რეფორმისტული კონგრესი გვეყოლება“, – აღნიშნა ხავიერ მილეიმ.

გამარჯვება პრეზიდენტმა მილეიმ უკვე  აღნიშნა, მან  ისაუბრა რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაზეც, რომლებიც სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და ეკონომიკის დასტაბილურებას ითვალისწინებს. ხმაურიანი ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში მილეიმ შეამცირა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურასა და საჯარო სექტორზე გათვალისწინებული ბიუჯეტი, რითაც ბევრი კრიტიკოსი გაიჩინა. თუმცა  გაიჩინა მხარდამჭერებიც, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი ასეთი  აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. მან უკვე გამოყო არგენტინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება. მის გასაცემად ის მხოლოდ მილეის დამაჯერებელ შედეგს ელოდებოდა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში.

პერონისტთა პარტიის მხარდამჭერები შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ, არგენტინა, 26 ოქტომბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Gustavo Garello

„მილეის მთავრობა  ცდება, თუ არჩევნების შედეგებს აღნიშნავს. პრაქტიკულად ათიდან 6 არგენტინელი არ ეთანხმება მის მიერ შემოთავაზებულ მოდელს. ის ასევე ცდება იმაში, რომ ვერ ხედავს, თუ რას გადის არგენტინელი ხალხი – იმ ტანჯვას, რომელიც სამსახურების დაკარგვით, ბიზნესების ყოველდღიური დახურვითა და ყველაზე მოწყვლადი ადამიანების განსაცდელითაა გამოწვეული“,- თვლის ოპოზიციონერი აქსელ კისილოფი, პერონისტთა პარტიიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend