თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსი 2025-ის თანახმად, საქართველომ 100-დან 87 ქულა დააგროვა, რითაც კვლავ ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაზე თამბაქოს ინდუსტრიის გავლენა მზარდია.
ინდექსი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ბოლომდე არ ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ერთ-ერთი მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „თამბაქოს კონტროლის ცენტრის” დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ ისაუბრა.

