თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ (CHP) სტამბოლის დაპატიმრებული მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად, მასშტაბური აქცია გამართა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ოზგურ ოზელიც, რომელმაც დემონსტრანტებს მიმართა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, ბრძოლა გაგრძელდება.
„ვიდრე ეს დაკითხვა, ჩაგვრა და ზეწოლა გრძელდება, დემოკრატიული გზით გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ არც არავის მივაყენებთ ზიანს და არც არავის შევალახინებთ ღირსებას”, – აცხადებს „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) ლიდერი ოზგურ ოზელი.
ექრემ იმამოღლუს, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კონკურენტია, თურქეთის საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს მხარს. მას გამოძიება ჯაშუშობას ედავება.

